ეპიდემიოლოგიური ვითარება შიდა ქართლში

საქართველოში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში. კასპის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არცერთი დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა არაა იგოეთიდან, ქვემო ჭალიდან და სამთავისიდან, სადაც გრძელდება პოლიციის სპეციალური პუნქტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი. სოფლებში ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას აგრძელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სამივე სოფელში საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რჩება, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამთავისის საბავშვო ბაღში.

მოამბე