პრობლემები ბინის გაქირავებისას

ბინის გაქირავების შემდეგ, ქირის გადაუხდელობა და დამქირავებლის უარი საცხოვრებელი ფართის დატოვებაზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირი პრობლემაა.

მოქმედი კანონმდებლობით დამქირავებლების გამოსახლება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი, რაც ხშირად რამდენიმე წელი გრძელდება. გაჭიანურებული სამართლებრივი დავების პირობებში კი ბინის მესაკუთრეები ფინანსურ ზარალს თვეების განმავლობაში განიცდიან. იუსტიციის სამინისტრო და აღსრულების ეროვნული ბიურო უკვე მუშაობენ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის ურთიერთობები სასამართლო დავის გარეშე უნდა მოაგვაროს.