18 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი, რაც შეეხება დედაქალაქს, ასევე მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.