საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთის არმიის ასეულთან ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. მათი გმირობის შესახებ რეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმის „შინდისის“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2019 წლის სექტემბერში შედგა. ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.