ომი უკრაინაში - 172-ე დღე

რუსეთის არმიამ ისევ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ობიექტი ახლა რადიაქტიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საფრთხის პირობებში მუშაობს. შექმნილი მდგომარეობის გამო, 42-მა ქვეყანამ რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან, შესაბამისი მიმართვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელაგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ერთად აწერს აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველოც.

პარალელურად, უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება – ომის 172-ე დღე, ლევან ახლაიას სიუჟეტში.