„ლეიბორისტების“ ლიდერმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილი ცენტრალურ მაგისტრალზე იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც სამას მეტრში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია დამონტაჟებული და სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ხნულები გაავლო. შალვა ნათელაშვილი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს და რუსეთისთვის სანქციების ამოქმედებაზე საუბრობს.