გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის გზები დღეს ილია ჭავჭავაძის პირველ ნომერში გადაიკვეთა. პრეზიდენტი და პრემიერი დღეიდან თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის საუნივერისტეტო საზოგადოების წევრები არიან. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ დაარსებული საზოგადოება დღეს თავიდან დაფუძნდა. მასში გაწევრიანება ნებისმიერ კურსდამთავრებულს შეუძლია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საზოგადოება აქტიურად იმუშავებს, სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაა.
მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით.