საქართველოში მოპოვებული წიაღისეული ადგილზევე გადამუშავდება.
მეწარმეობის ხელშესაწყობად და ინვესტორების დასაინტერესებლად ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ პროგრამას აფართოებს. უკვე შერჩეულია და აქუციონზე გატანილია ქვეყნის მასშტაბით მოძიებული 100 საბადო, სადაც დაინტერესებულ ბიზნესმენებს ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვება შეეძლებათ, თუმცა გარკვეული სტანდარტების დაცვით. პოტენციურ ინვესტორებს მთავრობა რამდენიმე სალიცენზიო პირობას უყენებს.