საგრანტო პროგრამა

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია „გირტეკი“ პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი გახდა. საგრანტო პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში. კერძოდ, ახალი და დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.