ფრანგი ინვესტორები საქართველოში

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ესაუბრა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნო პრემიერმა ფრანგ ინვესტორებს. მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყნის უნიკალურ მდებარეობას, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან, რაც მისივე თქმით, უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს. პრემიერის შეფასებით, ფრანგ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ადასტურებს საფრანგეთის დიდ ინტერესს ქართული ბაზრისადმი, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია.

დატოვე კომენტარი