სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტის, უსაფრთხოების სკოლის მესამე სეზონი დასრულდა. პროექტში საქართველოს მასშტაბით 18 სტუდენტი მონაწილეობდა. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასება და თავის დაცვა ისწავლეს. ასევე, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი. პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გადასცა. სწავლება ბრიტანეთის საელჩოსთან, იუსტიციისა და განათლების სამინისტროებთან პარტნიორობით ხორციელდება.