სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

ცრუ შეტყობინებების კამპანიური ხასიათი. არის თუ არა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე და ვის ინტერესებშია საზღვარგარეთიდან საქართველოში ამ შინაარსის ცრუ ცნობების გავრცელება.

რამდენი მსგავსი შინაარსის შტყობინება მიიღო ქვეყანამ ბოლო დღეებში. ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინებების გავრცელების საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. სუს-ის ინფორმაცით, ზარი განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი. შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე.

უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იყო საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.