„უსაფრთხო სკოლის“ პროექტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დაიწყო. მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 29 სტუდენტი მიიღებს. აღნიშნული მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ორი კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. სტუდენტები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და თავის დაცვის ხერხებს, გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.