გამოკითხვა სუს-ში – ტერორიზმის საქმე

15:10, 22.07.2024

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება – სუს-ში დილიდან გამოკითხვაზე კონსტანტინე ჯღამაია იმყოფებოდა. მან ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. შესაბამისად, კითხვებს პასუხებს მიმდინარე კვირაში გასცემს. მისივე განცხადებით, არ იცის, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მიზეზი, შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მისი მონაწილეობა იყოს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი.

მსგავსი