„საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა და საკუთარი ქვეყნის მტრობა“- ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას და ამ განცხადების მიზნების შესწავლაზე საუბრობს. ირაკლი ბერაიას თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ის პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ბოდიში საჯაროდ უნდა მოიხადოს. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.