დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურიანი დებატების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ბერაიასგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვს.

დღის ბოლოს მმართველი გუნდის დეპუტატმა ბოდიში მოიხადა. მიზეზი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლის ის ნაწილია, რომელიც თეონა აქუბარდიას ბრალდებას ეხებოდა. ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი რამდენჯერმე შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. ეს მას შემდეგ, რაც აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ ლიდერები პრორუსული პოლიტიკის გატარებაში და რუსეთის პროვოკაციულ გადაწყვეტილებებზე არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა და დაინტერესდა, რატომ არ უჭერს მმართველი გუნდი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსებაზე მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარს. ბერაიას ოპონენტები ოპოზიციის ქალი დეპუტატების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალს. პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტი. რეაქცია მწვავეა სახალხო დამცველისგანაც.