ზვიად გელბახიანი - გამიჩნდა ეჭვი, რომ „ბასიანი“ ისჯება
ზვიად გელბახიანი - გამიჩნდა ეჭვი, რომ „ბასიანი“ ისჯება

გამიჩნდა ეჭვი, რომ “ბასიანი” ისჯება და ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, – ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა განაცხადა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა გელბახიანმა აღნიშნა, ძირითადად კითხვები ეხებოდა შპს-ს და მენეჯმენტის წევრებს.

„როგორც გავიგე, “გალერი“გახსნილია და „ბასიანი“ კვლავ დახურულია, ეს ღიმილის მომგვრელია ჩემთვის, გამიმყარდება ეჭვი, რომ თუ „ბასიანის“ გახსნა კიდევ გადაიდო, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული იქიდან გამომდინარე, რომ „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ერთობლივი ძალებით არიან ჩართულები ამ სისტემის წინააღმდეგ. გამიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ არის გადადებული „ბასიანის“ გახსნა, სწორედ ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ “ბასიანი“ ისჯება. იმედი მაქვს, შსს დროულად მოგვცემს კლუბში შესვლის საშუალებას. გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ზეგ მოგვეცემა საშუალება, მაგრამ მერე შეცვალეს პოზიცია. პოლიტიკური მესიჯები იკითხება მათ გადაწყვეტილებებში და იმედი მაქვს, რომ ეს ეჭვები არ გამართლდება”, – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.