„ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს #1TVSPORT
„ბასიანი“ უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს #1TVSPORT

მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩემპიონი თბილისის „ბასიანი“ 2022 წელს უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს. უეფა-ს რეგიონთა თასი წარმომადგენლობითი ტურნირია და 1969 წლიდან ტარდება. წელს ტურნირი ბელარუსში, მინსკში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უეფა-მ ბელარუსი რუსეთთან ერთად დასაჯა უკრაინაში აგრესიისთვის, საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება ჩამოართვა და ახლა ჯერ უცნობია, ტურნირი სად გაიმართება.

ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ქართული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი უეფა-ს ტურნირზე ითამაშებს. 2018 წელს აღნიშნულ გათამაშებაში ფოთის „ჭაბონამა“ მონაწილეობდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტურნირზე საქართველო მონაწილეობდა, მაგრამ მაშინ ტურნირზე ფაქტობრივად საქართველოს მოყვარულთა ნაკრები გამოდიოდა, რადგან მოყვარულთა ჩემპიონატი არ ტარდებოდა.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის და მოყვარულთა ჩემპიონატის დაარსებიდან ტურნირში მონაწილეთა მოთამაშეთა რაოდენობა 15 000-მდე გაიზარდა. „ბასიანს“ საპლეიოფო შეხვედრებში დაემატა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძე, რომელმაც გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. „ბასიანს“ სურს, რომ დათო სირაძე საქართველოს თასზე დაიმატოს, მაგრამ ჯერ ეს უცნობია, ექნება თუ არა ნაკრების ყოფილ წევრს თამაშის უფლება.