„ბასიანი“ რეგიონების თასზე ითამაშებს - ტურნირს აზერბაიჯანი მასპინძლობს #1TVSPORT
„ბასიანი“ რეგიონების თასზე ითამაშებს - ტურნირს აზერბაიჯანი მასპინძლობს #1TVSPORT

საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ უეფა-ს რეგიონების ახალი თასის გათამაშებაში ჩაერთვება და წინასწარი ტურის მატჩებს აზერბაიჯანში ითამაშებს.

თავიდან ცნობილი იყო, რომ ამ ეტაპის მატჩები ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ ამ ქვეყნის გუნდებს საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა იმის გამო, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უჭერს მხარს. მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანმა მიიღო, მატჩები კი 23-29 ივნისს გაიმართება.

სულ ტურნირში 36 ეროვნული ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მაღალი კოეფიციენტების მქონე 31 ასოციაციის წარმომადგენელი ბრძოლას შუალედური რაუნდიდან დაიწყებს. დარჩენილი ხუთი გუნდი წინასწარ ტურში ვაკანტურ ადგილისთვის იბრძოლებს.

წინასწარი რაუნდში აზერბაიჯანში 2-ტურად გამართულ ტურნირში ხუთი გუნდი ითამაშებს. პირველი ჯგუფიდან გუნდები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან, მეორედან – ორჯერ, რადგან მხოლოდ ბელორუსი და აზერბაიჯანი მოხვდნენ. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში შუალედური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ჯგუფი 1: საქართველო, ყაზახეთი, ესტონეთი

ჯგუფი 2: ბელორუსია, აზერბაიჯანი (მასპინძელი)

გამარჯვებული გუნდი მოხვდება შუალედური რაუნდის მე-3 ჯგუფში, სადაც ასევე მოხვდნენ თურქეთი (მასპინძელი), პორტუგალია და ფინეთი. შუალედური ტურის რვა ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ტურნირის საგზურს მიიღებს. მასპინძელი კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ტურნირი 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაშია დაგეგმილი.