ზვიად დევდარიანი - მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო
დღეს ღიად მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი შეტყობინება ქალთა ჯგუფების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც ადრეც მომწერეს, რომ კანდიდატურა უნდა მომეხსნა. ეს მაშინ, როცა მათი მხრიდან განცხადება მომზადდა“, – განაცხადა დევდარიანმა.
როგორც დევდარიანმა აღნიშნა, მიმოწერებიდან ამოჭრილი ტექსტების გავრცელება ადამიანებთან მისი ურთიერთობების სტილი და მოქმედების სტრატეგია არ არის და ის სამართლებრივ გზას ირჩევს.
ზვიად დევდარიანის ადვოკატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს შეიტანენ ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და გარდა ამისა, განცხადებას შეიტანენ პროკურატურაში.