ზვიად დევდარიანი დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
ზვიად დევდარიანი დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა)  ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი დღეს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

სარჩელი 10-მდე პირის წინააღმდეგ მომზადდა, რომლებმაც დევდარიანის თქმით, დაგეგმეს და მოამზადეს მიზანმიმართული კამპანია, რათა შეელახათ მისი საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი.

დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მოსახვედრად მისთვის ხელის შეშლაც ყოფილიყო.

სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი სარჩელში მითითებულ კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს.

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.