ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მეორე ვადით წარადგენენ
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად საქართველო უკვე მეორე ვადით მოქმედ პრეზიდენტს ზურაბ აზმაიფარაშვილს წარადგენს. ის ამ თანამდებობაზე ოთხი წლის წინ აირჩიეს.
ბათუმში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე დღეს ზურაბ აზმაიფარაშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პირველი არხის შეკითხვაზე, რამდენად აქვს ქართველ კანდიდატს მეორე ვადით არჩევის შანსი, აზმაიფარაშვილმა უპასუხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურას არ წარადგენდა.
„ეს რომ არ იყოს რეალური, რა თქმა უნდა, ჩემს კანდიდატს არ დავასახელებდი, იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ამჯერადაც დიდი იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში, ბათუმში გაიმართება. აზმაიფარაშვილი პირველია წარდგენილ კანდიდატთა შორის, ამდენად უცნობია, ვინ იქნებიან მისი კონკურენტები.