ნაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა
ნაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა

ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატმა – ნაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა. მან ამის შესახებ, მან ოფიციალურად, ფიდეს 89-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთერთმა კანდიდატმა – გეორგეუს მაკროპულოსმა, პირველ არხთან ექსკლუზიურად განაცხადა, ნაიჯელ შორტი მხარს სწორედ პრეზიდენტობის ბერძენ კანდიდატს დაუჭერს.

ფიდეს პრეზიდენტობისთვის, ახლა უკვე, მხოლოდ ორი კანდიდატი, ბერძენი – გეორგეუს მაკროპულოსი და რუსი – არკადი დვორკოვიჩი იბრძვის. არჩევნები ბათუმში, სასტუმრო შერატონში ამ წუთებში იწყება.

ფიდეს არჩევნების დასრულებისთანავე ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩევენ. ქართველი დიდოსტატი აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატია.