საქველმოქმედო მარათონი - ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ
საქველმოქმედო მარათონი - ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ

„ითამაშე ჭადრაკი – დაეხმარე სამშობლოს“ – ამ ლოზუნგით საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. მარათონში მონაწილეობას საქართველოს მე-20 საუკუნის „ოქროს ნაკრები“ – ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი მიიღებენ.

აგრეთვე, მონაწილეთა შორის არიან საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი და ნინო ხომერიკი. ვაჟები – ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და ლუკა პაიჭაძე.

ჭადრაკის მოყვარული, რომელიც წარმოადგენს Stop CoV ფონდში ჩარიცხვის ქვითარს (მინიმუმ 100 ლარი). შეეძლება სამ პარტიან ონლაინ მატჩში გამოიწვიოს ნებისმიერი მოთამაშე, საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღოს ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში და საჩუქრად მიიღოს წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.

თამაშები გაიმართება 11 აპრილიდან 21 აპრილამდე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა chess.com – ზე გახსნილ Georgian Chess Federation -ის გვერდზე.

დატოვე კომენტარი