ზურაბ აზმაიფარაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით #1TVSPORT
ზურაბ აზმაიფარაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით #1TVSPORT

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის საგანგებო განცხადება:

„ჩემო მეგობრებო, გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ ძალიან რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება რუსეთისთვის და ბელარუსისთვის ECU-ში წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ აგრესორის სრული იზოლიაცია ცივილიზებული სამყაროდან არის რეჟიმების შეცვლის ერთადერთი საშუალება ქვეყნის შიგნით. მესმის, რომ ჩვენი კოლეგები რუსეთიდან და ბელარუსიდან პირდაპირ არ მონაწილეობენ ომში, მაგრამ მათი უმოქმედობით სარგებლობენ პუტინი და მისი ამფსონები და მათი ვალია ყველანაირად წინ აღუდგნენ 21-ე საუკუნის ფაშიზმს.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი“.