ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. თესალონიკიში გენერალურ ასამბლეას ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული საჭადრაკო ფედერაციის დელეგატი ესწრებოდა. ზურაბ აზმაიფარაშვილმა 44 ხმა მოაგროვა.

აზმაიფარაშვილის გუნდში არიან ვიცე-პრეზიდენტები დანა რაიზნიცე-ოზოლა, გუნარ ბიორნსონი და მალკოლმ პეინი, ასევე, გენერალური მდივანი თეოდოროს ცორბაცოღლუ და ხაზინადარი იან-სორბან დობრეატიანუ.

ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს.