ზურაბ ალავიძე - ბიზნესთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არ არსებობს
ზურაბ ალავიძე -  ბიზნესთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არ არსებობს

უშუალო კონტაქტი ბიზნესთან ძალიან მნიშვნელოვანია, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბიზნესასოციაციის წევრბეთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არ არსებობს, არის საკითხები, რომელსაც ასეთ შეხვედრებზე არკვევენ.

“ასეთი შეხვედრები ხშირია და გაგრძელდება. დღეს ღიად ვისაუბრებთ ბიზნესთან და მოვისმენთ მათ პრობლემებს, სურვილებს, მოსაზრებებს, როგორ უნდა განვვითარდეთ და ჩვენც მივაწვდით ინფორმაციას დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.  საქართველოში ბიზნესი და ეკონომიკა კარგად ვითარდება. განსაკუთრებული პრობლემები ბიზნესთან მიმართებაში არ გვაქვს. არის რაღაც მცირე საკითხები, რომელსაც ასეთ შეხვედრებზე ვარკვევთ და შემდეგ გადაწყვეტილებებს ვიღებთ”,- აღნიშნა ალავიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის  – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.