საქართველოში მოქმედი 14 ბიზნესასოციაცია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს
საქართველოში მოქმედი 14 ბიზნესასოციაცია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს

საქართველოს 14-მა წამყვანმა ბიზნესასოციაციამ ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა.

ასოციაციები განცხადებაში  ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

„ჩვენ, ბიზნესასოციაციები, მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვადასტურებთ ბიზნესსექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესში. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოში არსებული ბიზნესსექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ევროკავშირის წევრობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.