პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ეს არის კერძო სექტორის პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან, როგორც მთავრობის მეთაურთან.

ბიზნესმენები განმარტავენ, რომ დღეს ისინი არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის გაუფასურებული ლარი, გაუარესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირე.

კერძო სექტორი მთავრობას საკუთარ ხედვას შესთავაზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღება და თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრისგან მოისმენენ, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას ამ კრიზისიდან გამოსვლელად.