კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის იმავე ნიშნულზე დატოვების შესახებ „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას შვიდი ბიზნესასოციაცია მიესალმება
კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის იმავე ნიშნულზე დატოვების შესახებ „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას შვიდი ბიზნესასოციაცია მიესალმება

„თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის იმავე ნიშნულზე დატოვების შესახებ საქართველოს შვიდი ბიზნესასოციაცია მიესალმება , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს არის სოლიდარობის გამოვლენა იმ დარგებისადმი, რომელთა პროდუქციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული გაზის ტარიფი, ასევე მოსახლეობისადმი, რათა მათ აღნიშნული პროდუქტის შეძენა მისაღებ ფასად შეძლონ.

„აგრეთვე , მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს , ქალბატონ ნათია თურნავას აქტიურ და ეფექტურ კომუნიკაციას და მოდერაციას , „თბილისი ენერჯისთან“, ასევე ბიზნეს ასოციაციებთან, რათა მიღებული ყოფილიყო ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები კვლავ მზად ვართ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს კოლეგა ბიზნასასოციებთან და კომპანიებთან, ამ კრიზისულ პერიოდში კვლავ აქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ქვეყნის წინაშე მდგარი ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად“, – ნათქვამია საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ინფორმაციაში.

ფედერაციის ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის იმავე ნიშნულზე დატოვების შესახებ მიესალმებიან: „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია“, „რესტორატორთა ასოციაცია“.