ზუგდიდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით „თავისუფლების მარში“ გაიმართა
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით „თავისუფლების მარში“ მოეწყო.
სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრში დაიწყეს და 1924 წლის აჯანყების დროს დაღუპულთა მემორიალთან დაასრულეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი უერთდებიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მოთხოვნას შს მინისტრის გადადგომის თაობაზე.
მათივე თქმით, სამი მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ მესამე მოთხოვნაც არ შესრულდება და შს მინისტრი არ გადადგება.