ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის პოლიციასთან, სკეიტ-პარკთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან და შსს სამხარეო პოლიციის შენობებთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქციები გამართეს.

მათი განცხადებით, პროტესტი თბილისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეებს წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წინ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

თუმცა, აქციის მონაწილეებმა წარწერების – „ამ ცხოვრების დედაც“, „სისტემა ყარს“, „პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა“, „ოცნება კლავს“ – გაკეთება მაინც შეძლეს.

მათი თქმით, პროტესტი ამ ფორმით მთელ სამეგრელოში გაგრძელდება.