„პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში აქცია გამართა
„პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში აქცია გამართა

„პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდის ცენტრში საყვირების აქცია გამართა. პარტიის წევრებმა მანქანების საყვირების ფონზე 10 წუთის განმავლობაში ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

„ჩვენ გვინდა მიუმხრობლობა“, „რუსთავი 2“ ზარალია“, „ჩვენ გვინდა ეკლესია“, „ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი“, – ამ ლოზუნგებით იდგნენ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

„პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციით, მათ ამ აქციით გააპროტესტეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი და მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.