ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში სამართალდამცველები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჩამტვრეულია ოფისის შესასვლელი კარის მინა. ამასთან, შენობის ფასადი კვერცხით არის დასვრილი.

როგორც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლევან კვირკვაიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო მოქმედებისას გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

მისივე ინფორმაციით, საქმე აღძრულია 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გამართეს. მათ ოფისს ცოცხები, კასრები, კვერცხები და ყავარჯნები ესროლეს.

აქციის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.