ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ აქცია გამართეს.
მძღოლები აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისადგურის „ექსპრეს 777“-ის მოწყობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სადგურების სიმრავლე მათ მუშაობაში ხელს უშლის. მათივე თქმით, სადგურის მოწყობა დაუშვებელია, რადგან ის ტროტუარზეა განთავსებული.
მძღოლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ვითხოვთ, რომ ამ ადგილზე არ იყოს სადგური, რადგან ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, აქციებს განვაგრძობთ“, – ამბობენ მძღოლები.
აქცია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, მძღოლებმა მუშაობა უკვე განაახლეს.