ზუგდიდის მერიის წინ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ. როგორც მძღოლები ამბობენ, მათი პროტესტი გადასახადების ზრდით არის გამოწვეული. მძღოლები ამბობენ, რომ ბიუჯეტში შესატანი თანხა გაიზარდა და იმასაც კი ვერ იხდიან, რაც ახლაა დაწესებული.
ავტობუსის მძღოლებს შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეკრებილებს აუხსნა, რომ სულ მალე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში აშენდება მუნიციპალური ავტოპარკი, სადაც განთავსდება ყველა ავტობუსი. იქ იქნება მომსახურების აბსოლუტურად ყველა სერვისი, მოხდება მგზავრობის გაბარათიანება და ყველა მძღოლს ექნება ფიქსირებული ხელფასი. კაკავას თქმით, უახლოეს მომავალში მერია კიდევ 25 ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.