საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 61 ნიმუში გამოიკვლიეს.
ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
გამოკვლეულთა შორის ოთხი „ცხელების ცენტრების“ პაციენტია, ცხრა მედპერსონალის წარმომადგენელი, ერთი მძღოლი, შსს-ს 42 თანამშრომელი, ხოლო ხუთი საკარანტინო სივრციდან არის.