თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ
თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ.

„უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისა მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება.

ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს რიგით მერვე გაფართოებული ტესტირება თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარეს.

პრევენციული ღონისძიებების შედეგად თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში აქამდე დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ქვეყნის მასშტაბით გეგმის მიხედვით, შემუშავებული პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ.