თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედოს და „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას – არ აქვს მნიშვნელობა, მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში შედარებით დაბალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ქვეყანაში შემოდიან სავალდებულო „პისიარ“ ტესტირების გარეშე, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან  გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის. ჯერჯერობით არის განსხვავებული რეჟიმი – სახმელეთოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „პისიარის“ ტესტი, საჰაერო გზით შემოდიან სრული ვაქინაციის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით“, – აღნიშნა გაბუნიამ.