ზუგდიდში გამოკვლეულ კიდევ 61 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:08, 19.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 61 ნიმუში გამოიკვლიეს.

ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულთა შორის ოთხი „ცხელების ცენტრების“ პაციენტია, ცხრა მედპერსონალის წარმომადგენელი, ერთი მძღოლი, შსს-ს 42 თანამშრომელი, ხოლო ხუთი საკარანტინო სივრციდან არის.

მსგავსი