მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო

დღეს, 14 ივლისს ტესტირება პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის პროფესიულ უნარებში ტარდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.

წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

დატოვე კომენტარი