ზუგდიდის მერის განცხადებით, თუ მომხმარებელთა ნაკადი არ დარეგულირდება, შესაძლოა, ბაზარი კვლავ დაიკეტოს
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა. ბაზრის შესასვლელს პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ბაზარში არ უშვებენ მოქალაქეებს პირბადეების გარეშე, კარებთან ხდება დეზინფექცია. პოლიცია და ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღევანდელი ხალხმრავლობა უკავშირდება მანქანებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას. მისივე თქმით, თუ მომხმარებელთა ნაკადები არ დარეგულირდა, კვლავ დაიწყება ზუგდიდის ბაზრის დახურვის საკითხის განხილვა.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე ორჯერ დაიხურა. ბოლის ბაზარი 24 აპრილს გაიხსნა.