ბექა ლილუაშვილი - გიორგი შენგელიამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის ნაბიჯები მიუღებელია
ბექა ლილუაშვილი - გიორგი შენგელიამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის ნაბიჯები მიუღებელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა სხვადასხვა მერებისთვის ცენტრალური პარტიის ოფისიდან სხვადასხვა დავალების მიცემა, რაც ძირითადად გულისხმობდა ჩვენი გუნდის მხარდამჭერების თუ ჩვენი თანამოაზრეების პოლიტიკურად შევიწროებას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, იქნება თუ არა გიორგი შენგელია გიორგი გახარიას გუნდში, მისთვის უცნობია.

„გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, რა ნაბიჯებსაც და მეთოდებსაც იყენებს „ქართული ოცნება“ პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გზით, მის წინამორბედს როგორ ემსგავსება, როდესაც პოლიტიკურად ავიწროებს სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანებს. როგორც ჩანს გეგასთვის ეს მისი ფასეულობებიდან გამომდინარე მიუღებელი აღმოჩნდა და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მიიღო. გეგამ უკვე გააკეთა განცხადება თავის გეგმებთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ის პოზიციაა მის პოლიტიკურ პერსპექტივებზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა სხვადასხვა მერებისთვის ცენტრალური პარტიის ოფისიდან სხვადასხვა დავალების მიცემა, რაც ძირითადად გულისხმობდა ჩვენი გუნდის მხარდამჭერების თუ ჩვენი თანამოაზრეების პოლიტიკურად შევიწროებას, რა თქმა უნდა საჯარო მოხელეებს ვგულისხმობ. რაც გულისხმობდა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას. მე როგორც ვიცი, მასთანაც მსგავსი ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

დატოვე კომენტარი