გიორგი შენგელია - ჩვენი მომხრეების ძალიან დიდმა ნაწილმა მოგვცა მანდატი, რათა გავაგრძელოთ ტემპი, რომელიც აუცილებელია ზუგდიდისა და ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის
გიორგი შენგელია - ჩვენი მომხრეების ძალიან დიდმა ნაწილმა მოგვცა მანდატი, რათა გავაგრძელოთ ტემპი, რომელიც აუცილებელია ზუგდიდისა და ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

მისი თქმით, ზუგდიდში საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„107-ვე უბანი გახსნილი იყო ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში. როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა. დღეს ჩვენი მომხრეების ძალიან დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, რათა გავაგრძელოთ ის ტემპი, რაც აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებისთვის.

ოპოზიციას აქვს პრეტენზიები. რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად იქნებოდა გადანაწილება, თუმცა მე მინდა ვთქვა და ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა. ასე რომ, მათი მხრიდან სპეკულაცია და დესტრუქცია არის აზრს მოკლებული. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს ამომრჩეველს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება არჩევნებზე ამომრჩეველთა ნაკლებ აქტივობას, თქვენ იცით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამან გარკვეულწილად განაპირობა, რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა“, – განაცხადა  გიორგი შენგელიამ.

დატოვე კომენტარი