ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ შენგელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი შენგელია.

დატოვე კომენტარი