ზუგდიდის მერიასთან აქციის დროს ორი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მერიასთან აქციის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ორი ადამიანი დაშავდა ზუგდიდის მერიის წინ გარემოვაჭრეების აქციაზე.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები მერიაში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე  მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთ დაშავებულს ადგილზევე გაუწია დახმარება, ხოლო მეორე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს ფეხი აქვს მოტეხილი.

მეორე დღეა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ,  გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს.

გარემოვაჭრეები საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დახლების აღებას აპროტესტებენ.

მერიამ მათ  სავაჭრო ადგილები შესთავაზა, რასაც ყველა არ ეთანხმება.

ბოლო ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა გუბერნიის წინ გადაინაცვლეს.