ზუგდიდის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდება

17:24, 13.09.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდება.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში „რა? სად? როდის?“ ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

სეზონის ბოლოს გამარჯვებული გუნდი ფულად პრიზს მიიღებს.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:  591 44 54 17“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი