ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდება.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში „რა? სად? როდის?“ ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
სეზონის ბოლოს გამარჯვებული გუნდი ფულად პრიზს მიიღებს.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591 44 54 17“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.