გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს
გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს

გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს, ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.

ზურაბ ოთხოზორია დღეს დილით გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იმყოფებოდა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუსწრებლად რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.