ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დაკავებულია 
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დაკავებულია 

ზიმბაბვეში ხელისუფლების ცვლილება უსისხლოდ მოხდა, პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე დაკავებულია და ოჯახთან ერთად მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია – ამის შესახებ ზიმბაბვეს მმართველი პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყანაში გადატრიალება არ მომხდარა, თუმცა სამხედროების მიერ წესრიგის დამყარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კონსტიტუციას სერიოზული საფრთხეები შეექმნა. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა ასევე დააკავეს ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრიც.

დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში სროლებისა და მძიმე არტილერიის გადაადგილების ხმა ოთხშაბათ დილას გაისმა. მანამდე, ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ ქვეყნის არმიის მეთაურს ღალატში დასდო ბრალი.

გენერალი კონსტანტინო ჩივენგა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ქვეყნის ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან მოხსნა. გენერალმა განაცხადა, რომ მას არმია მზადყოფნაში ჰყავდა, რათა მუგაბეს პარტიაში წმენდას ბოლო მოეღებოდა.